თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლაში გასვლითი ღონისძიებები სასკოლო ცხოვრების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია, მოსწავლეთა ზოგადკულტურული კომპეტენციების განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ამჯერად, მოსწავლეები კვირეულის - „მირზა გელოვანი-108“ ფარგლებში, მირზა გელოვანის მემორიალურ სახლ-მუზეუმს, ლამაზი ღონისძიებით ესტუმრნენ.
მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა ემოციურად წაიკითხეს პოეტის ლექსები, ჩანახატები, ცნობისმოყვარეობით დაათვალიერეს სახლ-მუზეუმი და მოისმინეს მირზა გელოვანის ცხოვრება-შემოქმედების შესახებ ინფორმაცია.
„ჩვენი სასკოლო ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია გასვლითი ღონისძიებები“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს არაერთ საინტერესო გასვლით ღონისძიებას ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: