თბილისის N115 სკოლის პირველკლასელთა დედის დღისადმი მიძღვნილი წარმტაცი ღონისძიება 
07-03-2025

თბილისის N115 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება. 

მათ შორის აღსანიშნავია, 1-ელი3 კლასის მოსწავლეთა წარმტაცი ღონისძიება, რომელიც დედის დღეს მიეძღვნა. 

მოსწავლეები მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, შეასრულეს მუსიკალური ნომრები და მხატვრულად წაიკითხეს ლექსები. პატარებმა დედის როლსა და ღვაწლს ხოტბა შეასხეს და ყველაზე ძვირფას ადამიანებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. 

პირველკლასელთა დამრიგებელი ცისანა ლილუაშვილი გახლავთ, მუსიკის მასწავლებელი კი  ნანა ზარქუა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...