ტობანიერის საჯარო სკოლის მოსწავლეები სპექტაკლს, „ივნანამ რა ჰქმნა?" დაესწრნენ
07-03-2025

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეთა კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობებს.

„თუ გვინდა რომ მოზარდთა ცხოვრება გავხადოთ საინტერესო და შინაარსიანი, ისინი ხშირად უნდა ვაზიაროთ თეატრალურ ხელოვნებას“ - ასე ფიქრობენ პედაგოგები, ამიტომაც მაქსიმალურად ცდილობენ მოსწავლეებს ხშირად მოუწყონ მსგავსი ტიპის აქტივობები.

სწორედ ამ მიზნით ჩვენი სკოლის V და VI კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ელგა რამიშვილისა და დამრიგებლის, მაია ქართველიშვილის ხელმძღვანელობით დაესწრნენ სპექტაკლს „ივნანამ რა ჰქმნა?".

„პატარებმა დიდი ინტერესით ნახეს, უკვე ნასწავლი ნაწარმოების თეატრალური ვერსია, მათ განსაკუთრებული მოლოდინი ჰქონდათ, თუ როგორი იქნებოდა რეჟისორის თვალით დანახული თითოეული გმირი სცენაზე და შეგვიძლია გითხრათ, რომ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა...

ამგვარად მიღებული არაფორმალური განათლება ხომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმია, რომელიც ფორმალურ განათლებას ავსებს და მის გაძლიერებას უწყობს ხელს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...