ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლაში პედაგოგები მუდმივად ცდილობენ თითოეული გაკვეთილი საინტერესო იყოს მოსწავლეებისთვის.
ამჯერად ძალიან საინტერესო და ორიგინალური აქტივობა ჩატარდა მე-9 კლასში პედაგოგ ჟუჟუნა კახაძის ხელმძღვანელობით.
მასწავლებლის ინიციატივით მოსწავლეებმა იმუშავეს თემაზე: სოციალური კატაკლიზმები მუსიკაში. როგორ აისახება მუსიკაში სამყაროში მომხდარი ბუნებრივი და სოციალური კატაკლიზმები? - მოსწავლეებმა მოიძიეს ის მუსიკალური ტექსტები, რომლებშიც მომღერლები კატაკლიზმებზე მღერიან.
ამ მხრივ მათთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მომღერალი მაიკლ ჯექსონი. მოსწავლეებმა განიხილეს მისი სიმღერები, მათ შორის: Earth Song, USA For Afrika და We are The World.