„წარმატების აფეთქება „მილენიუმში“ - კერძო სკოლაში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
20-06-2018
რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმმა“ წარმატებული მოსწავლეებითა და გამორჩეული აქტივობებით კიდევ ერთი სასწავლო წელი დაასრულა.

ღონისძიებას სპეციალურად მიწვეული სტუმრები, ქ.რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს წევრები, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრისა და „ეტალონის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
 
ომის გმირის, ზაზა ფერაძის შვილები „მილენიუმის“ მოსწავლეები არიან, სწორედ აქედან გაჩნდა თავდაცვის სამინისტროსა და სკოლას შორის მემორანდუმის გაფორმებისა და თანამშრომლობის იდეა.  

საფინალო ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ტრადიციულად, გამოვლინდა „წლის საუკეთესო მოსწავლე“, ნომინაციაში გამარჯვება მარიამ ბურდილაძეს ერგო, სიგელი გადაეცა თამაზ ზარქუასაც, რომელმაც წინა წლებთან შედარებით, აკადემიური მოსწრება საგრძნობლად აიმაღლა. 
 
ღონისძიებაზე „მადლობის ბარათით“ დაჯილდოვდნენ გამოჩეული მშობლები, დედები და მამები, რომლებიც სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართულნი.

რუსთავის მერმა „მილენიუმელებს“ სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა და სასკოლო ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ირაკლი ტაბაღუას თქმით, ქალაქ რუსთავისა და ქვეყნის განვითარებაში გადამწყვეტი როლი სწორედ განათლებულ მომავალ თაობას ენიჭება.

სკოლის დირექტორმა ნანა ლეკვეიშვილი-მარგალიტაძემ პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ ბევრი საინტერესო ღონისძიება დაანონსა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203