მესტიის მუნიციპალიტეტის, ცხუმარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეები დიდი ინტერესით არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში და სხვადასხვა თემატურ ღონისძიებაშიც მონაწილეობენ.
შთამბეჭდავი აქტივობით შეეგებნენ ცხუმარის საჯარო სკოლის წარმომადგენლები გაზაფხულის შემობრძანებას და დღესასწაულებს.
მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები და ასე, კიდევ ერთხელ მოეფერნენ ცხოვრების უძვირფასეს ადამიანებს - დედიკოებს.
აღსანიშნავია, რომ დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ჩართული იყო სკოლის ყველა მოსწავლე.
იხილეთ ფოტოები: