ძალისის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ღარიბაშვილი ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი მიძღვნილ სამხატვრო კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
07-03-2025

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო ღონისძიებებსა თუ კონკურსებში აქტიურად მონაწილეობენ. მათ შემართებაზე კი პედაგოგები ზრუნავენ, რომლებიც მოსწავლეთა ჩართულობას არაფორმალური განათლების პროექტებში ახალისებენ. 

მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ ღარიბაშვილი, ხელოვნების მასწავლებელს -  მაკა გოგუაძის ხელმძღვანელობით, ისრაელის საელჩოსა და განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ, ებრაელი ხალხის ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი მიძღვნილ სამხატვრო კონკურსს შეუერთდა. 

მოსწალემ კონკურსზე საინტერესო ნამუშევარი წარადგინა და სერტიფიკატით დაჯილოვდა. 

სკოლაში მოსწავლის აქტიურობა და შემოქმედებითობა ახარებთ, მასწავლებელს კი მადლობას უხდიან მოწაფის მხარდაჭრისა და მის განვითარებაზე ზრუნვისთვის. 

„ძალისის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ ღარიბაშვილს და ხელოვნების მასწავლებელ მაკა გოგუაძეს ისრაელის საელჩისა და განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ, ებრაელი ხალხის ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ სამხატვრო კონკურში - "80 წელი ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციიდან" მონაწილეობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...