ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლის მოსწავლეები გეოგრაფიას საინტერესო აქტივობებით სწავლობენ.
ამის ნათელი მაგალითია, გეოგრაფიის კვირეული, რომელიც მეტად საინტერესოდ წარიმართა.
მოსწავლეებმა ვირტუალურად იმოგზაურეს დედამიწის გარშემო, გამოუშვეს კედლის გაზეთები საინფორმაციო ბუკლეტები და წარმოადგინეს პრეზენტაციები სხვადასხვა ქვეყნებზე.
მოსწავლეთა გეოგრაფიის მასაწავლებელი ქეთევან რაზმაძე გახლავთ, რომელიც მოსწავლეებს სხვადასხვა სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს სთავაზობს, რაც ბავშვების მოტივაციასა და ცოდნის ხარისხზე აისახება.
იხილეთ ფოტოები: