„სანამ თვალით ამ სამყაროს ხედავ, ჩაეხუტეთ მოეფერეთ, დედას“ - ქსოვრისის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების ემოციური ღონისძიება
07-03-2025

მცხეთის მუნიციპალიტეტის, ქსოვრისის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და აქედან გამომდინარე, მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ თემატურ აქტივობებში.

ემოციური ღონისძიება ნიუძღვნეს დედის დღეს ქსოვრისის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა. აღსანიშნავია, რომ აქტივობები კლასების მიხედვით ჩატარდა, ისეთივე ემოციების ფონზე, როგორი ემოციური სახელწოდებაც შეირჩა ღონისძიებისთვის: „სანამ თვალით ამ სამყაროს ხედავ, ჩაეხუტეთ მოეფერეთ, დედას". 

ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები, მასწავლებლები... მოსწავლეებმა დედის დღე და რვა მარტი თბილი სიტყვებით, ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს დამსწრე საზოგადოებას და სრულიად საქართველოს მანდილოსნებს.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მონაწილე ბავშვებს და მასწავლებლებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...