„გაზაფხულის რაინდები - მარტის ლეგენდები“ - დარჩელის N1 სკოლის მოსწავლეთა ინტეგრირებული გაკვეთილი ეროვნულ გმირებს მიეძღვნა 
10-03-2025

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. 

მათ შორის აღსანიშნავია, ინტეგრირებული გაკვეთილი ისტორიასა ( მასწ.იამზე ბერაია) და ქართულ ენა/ლიტერატურაში (მასწ. თამარ წურწუმია) თემაზე - „გაზაფხულის რაინდები - მარტის ლეგენდები“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს იყო ემოციური, ცრემლნარევი და ბევრისმთქმელი 45 წუთი.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები მარტის თვეში დაბადებულ აფხაზეთის გმირებზე: ჟიული შარტავაზე, გემო ადამიასა და გურამ გაბისკირიაზე.

„აფხაზეთი საქართველოა, ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს!“- ერთხმად აღნიშნეს მოსწავლეებმა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...