უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საგაზაფხული ზეიმი და საყვარელი ქალბატონებისთვის გაზიარებული გულწრფელი ემოციები
10-03-2025

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დახუნძლულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით. აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.

სკოლის მოსწავლეებმა ახლახან გაზაფხულის შემობრძანება და მარტის დღესასწაულები იზემეს. მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს სითბო და სიყვარული გაუზიარეს და ხობა შეასხეს დედის როლსა დ ამაგს. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, დაამზადეს მისალოცი ბარათები, დედებსა და პედაგოგებს დღესასწაულები დიდი სიყვარულით მიულოცეს და მათ დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნობრივ დისციპლინებთან ერთად, სითბოსა, სიყვარულის, გაზიარებას ასწავლიან.

იხილეთ ფოტო-ვიდეო მასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...