ზინობიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს
10-03-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა. 

სკოლაში დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეებმა გულწრფელი ემოციებით, სიყვარულითა და სითბოთი აღსავსე წარმოდგენა გამართეს და საყვარელ ქალბატონებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

ღონისძიებაზე ბავშვებმა შეასრულეს ლამაზი სიმღერები, ცეკვები და წაიკითხეს დედისადმი მიძღვნილი ლექსები, რაც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, განსაკუთრებულად ემოციური და გულისამაჩუყებელი იყო.

მათ სიყვარულისა და მადლიერების ნიშნად დამსწრე საზოგადოებას ყვავილები გადასცეს და კიდევ ერთხელ გამოხატეს პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდ როლს ასრულებს.

„ღონისძიება სავსე იყო სიხარულით, სიყვარულითა და თბილი ემოციებით. ამ დღემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დედებისა და ქალების მნიშვნელობას და მათი დაუღალავი მზრუნველობის დაფასების აუცილებლობას“,- გვეუბნებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...