ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გაჯარებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით. აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
მათ შორის აღსანიშნავია საგაზაფხულო ღონისძიება სახელწოდებით - „დედა მიყვარხარ“.
მოსწავლეებმა გულწრფელი ემოციებით, სიყვარულითა და სითბოთი აღსავსე წარმოდგენა გამართეს.
მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა მათთვის ყველაზე საყვარელ ადამიანებს და აღნიშნეს დედის როლი და ამაგი.
მოსწავლეებმა ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
ღონისძიება მოამზადეს მოსწავლეთა კლასების დამრიგებლებმა - მაია ჯელაძემ, ნათელა ნატმელაძემ, ირინე მუსერიძემ, ნონა ხუსკივაძემ და თამარ მესხმა.
იხილეთ ფოტოები: