ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი, როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე გასართობი თუ საზეიმო ღონისძიებებით. მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ რჩება მნიშვნელოვანი მოვლენები.
მათ შორის აღსანიშნავია, დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა დედებს ლექსებით, სიმღერებითა და სხვადასხვა ლამაზი და საინტერესო აქტივობით მიულოცეს დღესასწაული და აღნიშნეს მათი შრომა და ამაგი.
ბავშვებმა შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს, დედებს სიამაყის საფუძველი მისცეს და დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
სასიხარულოა, რომ სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნობრივ დისციპლინებთან ერთად სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან.
იხილეთ ფოტო და ვიდეო: