ბოლნისის N5 საჯარო სკოლაში „დედა ენის მეჯლისი“ ჩატარდა
20-06-2018
ბოლნისის N5 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელის ხათუნა ხიზანიშვილის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „დედა ენის მეჯლისი“ ჩაატარეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პირველკლასელებმა დედა ენის პერსონაჟები გააცოცხლეს, ლექსები და ცნობილი ადამიანების გამონათავამები წაიკითხეს და ხალხური სიმღერები შეასრულეს. 

ღონისძიების ბოლოს კი მოსწავლეებმა დამრიგებელთან ერთად სიმღერა - „თუ, თუ, თუ“ იმღერეს. 

დამრიგებელმა აღსაზრდელებს სახასიათო ნომინაციების სიგელები გადასცა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203