„ურთიერთპატივისცემა და დაფასება ჩვენი ძლიერი მხარეა“ - ორიგინალური სარვამარტო მილოცვა ერკეთის საჯარო სკოლის პედაგოგებს
10-03-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლა ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა.

სკოლაში ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პოზიტიური სასკოლო კულტურაა შექმნილი. 

ამის ნათელი მაგალითია, სარვამარტო სურპრიზი, რომელიც პედაგოგმა - ალექსანდრე ცინცაძემ კოლეგა ქალბატონებს მოუწყო. მან ქალბატონებს დღესასწაული მიულოცა და ტიტები მიართვა. 

„მადლობა ალექსანდრე ცინცაძეს გაზაფხულის ამ მშვენიერი დღესასწაულის ასე ორიგინალურად მოლოცვისათვის. ურთიერთპატივისცემა და დაფასება ჩვენი ძლიერი მხარეა“,- აღნიშნავენ სკოლაში და ალექსანდრე ცინცაძეს მადლობას უხდიან. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...