ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა წარმოაჩინეს მათი ცოდნა, ნიჭი, უნარები და დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. შეასრულეს მუსიკალური ნომრები და მხატვრულად წაიკითხეს ლექსები. ისაუბრეს დედის როლსა და ღვაწლს ხოტბა შეასხეს. გაიხსენეს ჩვენი გმირი წინაპარი ქართველი ქალები და ამით ყველაზე ძვირფას ადამიანებს დაუვიწყარი ერთი ლამაზი დღე აჩუქეს.
იხილეთ ფოტოები: