შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა.
სკოლის დირექტორის - ნუნუ ჭონქაძის ხელმძღვანელობით, გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით - „ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს!“
ღონისძიებაში ჩართული იყო სასკოლო საზოგადოება, გაიხსენეს ცნობილი ქალები, რომელთა ღვაწლიც ფასდაუდებელია ისტორიის წინაშე. მოსწავლეებმა მშობლებს მიულოცეს დედის დღე და 8 მარტი.
ღონისძიების ბოლოს კი დირექციისგან დასაჩუქრდნენ მოსწავლეთა მშობლები.
ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა და საზეიმოსთან ერთად სასწავლო-შემეცნებით ხასიათს ატარებდა.
იხილეთ ფოტოები: