ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, აზმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში, პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით, იღებენ საფუძვლიან განათლებას და იმავდროულად დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ თემატურ ღონისძიებებში, რომლებიც მათ მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
ახლახან, აზმანის საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა დედებს, ქალებს და გაზაფხულს.
აღსანიშნავია, რომ აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა წაიკითხეს საინტერესო გამონათქვამები დედაზე, შეასრულეს სიმღერები და ამ ყველაფერში ჩართეს მშობლებიც - მათთან ერთად იცეკვეს, იმღერეს, შემდეგ კი დაწერეს წერილები, რომელთა წაკითხვის შემდეგ, მშობელს უნდა გამოეცნო თავისი შვილის ნაწერი, გარკვეული მინიშნებით.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა მშობლებს გადასცეს სიმბოლური საჩუქრები და ეს გახლდათ კიდევ ერთი მაგალითი, რომ აზმანის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მშობელთა და მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობას, რაც ხელს უწყობს სასკოლო ცხოვრების უკეთ წარმართვას.