სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ხირსის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში, პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით, იღებენ საფუძვლიან განათლებას და იმავდროულად დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ თემატურ ღონისძიებებში, რომლებიც მათ მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
ამჯერად მოსწავლეებმა ღონისძიება გაზაფხულის დღესასწაულებს მიუძღვნეს, რომლის ფარგლებშიც, საკუთარი ხელით დაამზადეს მისალოცი ბარათები, წაიკითხეს ლექსები და კიდევ ერთხელ აღნიშნეს დედის მნიშვნელობა თუ როლი თითოეული მოზარდის ცხოვრებაში.
პატარებს არც საყვარელი მასწავლებლები დავიწყებიათ - მათ გაზაფხულის შემობრძანება, 3 და 8 მარტი მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები: