აზმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
11-03-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით.

სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა ახლახან აზმანის საჯარო სკოლაში გამართული ღონისძიება, რომელიც დედებს, ქალებს და გაზაფხულს მიეძღვნა. 

ღონისძიება დატვირთული იყო მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით. მოსწავლეებმა წაიკითხეს საინტერესო გამონათქვამები დედაზე, მხატვრულად წარმოთქვეს ლექსები, იმღერეს. ღონისძიებაში მშობლებიც  ჩართეს და მათთან ერთად შეასრულეს ცეკვა და სიმღერა. ასევე დაწერეს წერილები, მათი წაკითხვის შემდეგ კი მშობლებს უნდა ამოეცნოთ საკუთარი შვილის ნაწერი, გარკვეული მინიშნებით. აქტივობა როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მშობლებისთვის მეტად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

შემდეგ, მოსწავლეებმა მშობლებს მცირე სიმბოლური საჩუქარიც გადასცეს.

ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაიარა.

აღსანიშნავია ის ფაქტი რომ მშობელთა, მოსწავლეთა და მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობა სასკოლო ცხოვრების უკეთ წარმართვას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...