ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშის საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. შესაბამისად, ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა ეწყობა.
მათ შორის აღსანიშნავია, წიგნის კითხვის კვირეული, რომელიც მეტად საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა. კვირეულის ფარგლებში, მახაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მათთვის სასურველი წიგნები, მოთხრობები, ზღაპრები წაიკითხეს, გაიაზრეს, ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს, მოაწყვეს ინსცენირებები, მხატვრული პერსონაჟები ნახატებით „გააცოცხლეს“.
სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ და ნორჩ მკითხველებს წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: