ნაკიფუს თემის N1 სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს
11-03-2025

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა. 

სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს - დედებსა და მასწავლებლებს 3 და 8 მარტი ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს. 

„ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე, მაგრამ დედა კი ერთადერთია“... „ქალი, დედა- სიცოცხლის წყაროა და ამიტომაც აღვნიშნავთ ამ დღეს ბუნების გამოცოცხლების დასაწყისში“, - აღნიშნეს მოსწავლეებმა და დედების შრომასა და ამაგს ხოტბა შეასხეს. 

ღონისძიება დატვირთული იყო მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით. ბავშვებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს მუსიკალური ნომრები. 

მოსწავლეებმა დედებსა და პედაგოგებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს და სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები - ნინო კვარაცხელია და კარინა გოხინძე.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


https://www.facebook.com/karina.gokhindze/videos/1897000384162383?idorvanity=1024151818856526


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...