ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბიოლოგიას საინტერესო აქტივობებით სწავლობენ, რაც მათ მოტივაციაზე აისახება.
ახლახან, მე-10 კლასის მოსწავლეებმა და მათმა პედაგოგმა - როზა გველებიანმა, თემაზე, „ფოტოსინთეზი“, შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართეს.
პრეზენტაცია მეტად საინტერესოდ წარიმართა.
მოსწავლეებმა ფოტოსინთეზის პროცესი აღწერეს, ისაუბრეს თუ რატომაა ის მნიშვნელოვანი და საინტერესო ვიზუალური მასალაც წარმოადგინეს.
მე-10 კლასელები საკითხს ჩაუღრმავდნენ, შეისწავლეს და ცოდნა გაიმდიდრეს.
იხილეთ ფოტოები: