თბილისის N79 საჯარო სკოლაში, დირექტორის ეკატერინე აბრამიშვილის მხარდაჭრით, ქალთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა და სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქა.
ღონისძიებას სტუმრობდნენ თბილისის 35-ე და მე-100 ბაგა-ბაღის თანამშრომლები და აღსაზრდელები.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ.
მოსწავლეები ლექსებით, სიმღერებითა და ქორეოგრაფიული ნომრებით მოეფერნენ ქალბატონებს და კიდევ ერთხელ შეახსენენ გმირი, თავდადებული ქალების გამორჩეული როლი და ღვაწლი საქართველოს თუ მსოფლიო ისტორიაში.
ეს დღე იქ მყოფი თითეული ადამიანისთვის საინტერესო და დაუვიწყარი აღმოჩნდა.
„უღრმესი მადლობა ჩვენს საუკეთესო კოლეგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ამ ლამაზი და სასიამოვნო დღისთვის! ასევე, დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს მობრძანებისთვის! აღსანიშნავია, რომ ჩვენს სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო, კულტურული თუ საზეიმო ღონისძიება იმართება“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ვიდეო იხილეთ ბმულზე: