ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოს საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევ აქტივობებს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
ახლახან, მე-4 კლასის მოსწავლეებმა ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილზე ჯგუფურად დაამზადეს ორიგინალური საათები და ერთმანეთს საათის ცნობაში გაეჯიბრნენ.
აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად სახალისო აღმოჩნდა.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი ნარინე კარკარიანი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: