გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სართიჭალის N3 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, რასაც ნაყოფიერი საგაკვეთილო პროცესის პარალელურად, სასკოლო ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართულობა განაპირობებს.
სწორედ ამ მიდგომებიდან გამომდინარე, სართიჭალის N3 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები ტარდება, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვან თარიღებს ეძღვნება და მოსწავლეებს მიღებული ცოდნის განმტკიცების, საკითხის სიღრმისეულად დასწავლის საშუალებას აძლევს.
ახლახან საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის ჩატარდა გაკვეთილი-სემინარი თემაზე: „მეფე დავით IV აღმაშენებელი“.
„სემინარი შეეხო ჩვენი დიდი წინაპარი მეფის ღვაწლსა და დამსახურებას საქართველოს წინაშე. შთამომავლობამ მას „აღმაშენებელი" უწოდა ; ეს ზედსახელი XV ს-მდე არ ჩანს. საისტორიო თხზულებებში კი დავით IV „აღმაშენებლად“ XVII ს-ში.იწოდა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: