ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ჩორჯოს საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, რასაც ნაყოფიერი საგაკვეთილო პროცესის პარალელურად, სასკოლო ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართულობა განაპირობებს.
სწორედ ამ მიდგომებიდან გამომდინარე, ჩორჯოს საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს მრავალფეროვანი აქტივობები ეძღვნება, რომელთა შორის უდავოდ აღსანიშნავია გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელში მონაწილეობაც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა მიიღეს.
ბავშვებმა გაზაფხულის შემობრძანება და დედის დღე ყველა ქალბატონს მიულოცეს, განსაკუთრებულად კი დედიკოებსა და უსაყვარლეს მასწავლებლებს.
მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, ცეკვები, წაიკითხეს ლექსები და ასე თითოეულმა მათგანმა კიდევ ერთხელ უთხრა დედიკოს, რომ ძალიან უყვარს.
იხილეთ ფოტოები: