საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება გაჯერებულია საინტერესო გასვლითი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა როგორც ცოდნის, ისე მათი თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება.
ახლახან, გასვლითი ღონისძიების ფარგლებში, სკოლა-გიმნაზიის Vა კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - თამთა ხარატიშვილის ხელმძღვანელობით, ციფრულ მუზეუმს სტუმრობდნენ.
მოსწავლეებმა ნახეს მათთვის შეთავაზებული ციფრული პროგრამა დედამიწის დაბადება, მოინახულეს სარკეების ოთახი და უყურეს ვიდეოს ფორმატით წარმოდგენილ ვაჟა-ფშაველას „ხმელ წიფელს“...
მოსწავლეები შთაბეჭდილებებით აღვსილნი დაბრუნდნენ გიმნაზიაში.
იხილეთ ფოტოები: