საღოლაშენის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბი „მერანი“ აქტიურად მუშაობს და სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს.
კლუბი პროგრამა „მომალის თაობა“ და საზოგადოება „ბილიკის“ მხარდაჭერით და ხელშეწყობით დაარსდა.
„მერანი“ მთელი წლის განმავლობაში აქტიურად გეგმავდა სხვადასხვა ღონისძიებას.
გასული თვის შუა რიცხვებში კლუბის წევრებმა თავიანთი წლიური ანგარიში წარმოადგინეს.
პროგრამა „მომავლის თაობის“ შემაჯამებელი ღონისძიება ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში გაიმართა.
კლუბი აქტიურად ერთვებოდა ყველა საერთაშორისო ღონისძიებაში.
კლუბის წევრებმა აღნიშნეს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე და ქალთა დღე.
„გავაკეთეთ კედლის გაზეთი, ვისაუბრეთ ქალების უფლებებსა და როლზე, გავეცანით ჩვენი რაიონის წარმატებულ ქალბატონებს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
ბულინგი საზოგადოებაში გადაუჭრელ პრობლემად იქცა, ამიტომ კლუბმა კედლის გაზეთი „არა ძალადობას“ შექმნა და გადაიღო ვიდეორგოლი „ნაბიჯი თანადგომისკენ“.
ჯამრთელობის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა ლექცია-სემინარი თემაზე: „ნივთიერებების ავად მოხმარება“ ( ალკოჰოლი, ნარკოტიკი, სიგარეტი).
ლექცია-სემინარი ასევე დაიგეგმა ენის დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი და პატარები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
წევრებთან ერთად განსაკუთრებული ხალისით ჩაერთნენ სკოლის მოსწავლეები ეკო ღონისძიებაში „შეაგროვე მაკულატურა და გაუფრთხილდი ხეებს“.