თბილისის N143 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ მაღრაძე ესსეების კონკურსში მოპოვებული წარმატებისთვის დაჯილდოვდა 
13-03-2025

თბილისის N143 სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ინიციატივაში აქტიურად მონაწილეობენ და ცოდნასა და შესაძლებლობებს წარმოაჩენენ.

ახლახან, სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ მაღრაძე ესეების კონკურსში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა. 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განთლების ცენტრის ორგანიზებით, ნიადაგმცოდნეობის ქართული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, აკადემიკოს თენგიზ (გიზო) ურუშაძის სახელობის საპატიო სიგელებით დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ნიადაგის დღისადმი მიძღვნილი ესსეების კონკურსის გამარჯვებულები. კონკურსში მარიამ მაღრაძემ მე-2 ადგილი დაიკავა და სიგელი საზეიმოდ გადაეცა. 

ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გახსნა. მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, ეროვნული და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, საგანმანათლებლო სექტორისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...