წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე ანასტასია ძირკვაძე izrune.ge -ს მამოტივირებელ, საგანმანათლებლო ტესტებს დიდი მონდომებითა და წარმატებით ასრულებს.
ამჯერად, მან გეოგრაფიის ოლიმპიადა - „ჩვენ და დედამიწა“, გაიარა და სერტიფიკატი დაიმსახურა.
აღასანიშნავია, რომ წინწყაროს საჯარო სკოლაში არაფორმალური განათლების პროექტებში მოსწავლეთა ჩართულობას ახალისებენ, მათი წარმატება კი საამაყოა.
შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.