izrune.ge-ს ოქროს დიპლომი და გეოგრაფიის ოლიმპიადის სერტიფიკაცი - ზუბის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლის - გიორგი მამარდაშვილის წარმატება 
13-03-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე გიორგი მამარდაშვილი izrune.ge -ს მამოტივირებელ, საგანმანათლებლო ტესტებს დიდი მონდომებითა და წარმატებით ასრულებს. შესაბამისად, მის სახელზე არაერთი სერტიფიკატი და დიპლომია. 

აღსანიშნავია, რომ მან ბრწყინვალედ გაიარა izrune.ge -ს თებერვლის შემაჯამებელი ტესტი და ოქროს დიპლომი დაიმსახურა. გეოგრაფიის ოლიმპიადაში - „ჩვენ და დედამიწა“, კი მეორე ხარისხის სერტიფიკატი მოიპოვა.

სასიხარულოა, რომ ზუბის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში წახალისებული და მხარდაჭრილია. 

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...