„დისციპლინა პოზიტიური გარემოს შექმნას ნიშნავს“-  ფიქრია ლიპარტელიანი, დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი 
13-03-2025

ფიქრია ლიპარტელიანი დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგია, რომელიც სასწავლო პროცესს ეფექტურად წარმართავს და კლასში პოზიტიურ გარემოს უზრუნველყოფბს. მისთვის პედაგოგიური ოსტატობა - მასალის მარტივად და მოსწავლეებისთვის გასაგებად ახსნას ნიშნავს. მასწავლებლობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა, დღეს კი განათლებული და ერუდირებული თაობის აღზრდას ღირსეულად ემსახურება. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მათემატიკის წამყვანი პედაგოგი ფიქრია ლიპარტელიანი პასუხობს. 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- პედაგოგიური ოსტატობა - ახსნას მასალა მარტივად და გასაგებად, ისე რომ მოსწავლეებს სწავლა გაუადვილდეთ. პასუხისმგებლობა და ემპათია-მასწავლებელი უნდა იყოს მზრუნველი და გულისმიერი. ინოვაციურობა და შემოქმედებითობა- ფლობდეს ახალ ინოვაციურ მეთოდებსა და მიდგომებს.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს იმ წესებისა ქცევის ნორმების დაცვას, რომელიც ხელს უწყობს სწავლების ეფექტურობასა და მოსწავლეთა განვითარებას. დისციპლინა ნიშნავს ყველაზე მეტად პოზიტიური გარემოს შექმნას.

-  ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- „მოდი ერთად ვიფიქროთ“.

- აბიტურიენტი რომ ვიყო... 

- აბიტურიენტი რომ ვიყო პირველ რიგში დავწყნარდებოდი და გეგმას შევადგენდი, მეცადინეობას სტრატეგიულად მივუდგებოდი და მაქსიმალურად ავითვისებდი სასწავლო მასალას.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- როგორც მასწავლებელს მსურს ყველაზე გულწრფელი  და დადებითი შეფასება მივიღო მოსწავლეებისაგან, რომელიც გამოსახავს ჩემს გაწეულ შრომას და მეგობრულ დამოკიდებულებას, ალბათ იტყვიან პოზიტიური, მცოდნე, მეგობრული.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ყველაზე დიდი წარმატება რომელიც მიმიღწევია არის სწავლის პროცესის ინტერესი და მოსწავლეების შედეგები, მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- ჩემი ინტერესის სფერო მოსწავლეობის პერიოდში იყო სწორედ მასწავლებლობა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...