ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ინიციატივაში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ.
ამჯერად, მამა ირაკლი (თევდორაძის) კურთხევით, ხვანჭკარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი - „შენ ხარ ვენახი“ ჩართულია საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ ინტელექტუალურ კონკურსში - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“.
გუნდის ხელმძღვანელია ისტორიის მასწავლებელი ირინა მეტონიძე, მგალობლების ხელმძღვანელია მუსიკის მასწავლებელი ქეთევან გორდეზიანი.
5 მარტს ცაგერის წმ. ილია მართლის სახელობის გიმნაზიაში გაიმართა კონკურსის მეორე ეტაპი, სადაც ღირსეულად იასპარეზა ხვანჭკარის საჯარო სკოლის გუნდმა - „შენ ხარ ვენახი“, მოიპოვა გუნდური პირველი ადგილი და +1 ქულით განაგრძობს ასპარეზობას შემდეგ, მესამე ტურში.
გაიცანით გუნდის შემადგენლობა:
1.ფრუიძე ხატია (გუნდის კაპიტანი);
2.მეტონიძე მიშიკო(გუნდის მეორე კაპიტანი);
3.ჭარბაძე გიორგი;
4.არსენიძე ნუნუა;
5.აივაზოვი მარიამი (სათადარიგო);
6.ჩაჩხუნაშვილი სალი(სათადარიგო);
7.ლომთაძე მარიამი (სათადარიგო).
მგალობელი მხარდამჭერები:
1.პატარიძე ილია;
2.ჭარბაძე ქრისტინე;
3.ფრუიძე ქეთი;
4.ლუხუტაშვილი ბარბარე.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და მადლობას უხდიან პროექტის ორგანიზატორსა და მხარდამჭერებს.
„გვინდა მადლობა გადავუხადოთ საქართველოს საპატრიარქოს ამ არაჩვეულებრივი პროექტისათვის, სადაც ყველა მონაწილე გამარჯვებულია.
მადლობა, ჩვენ სულიერ მოძღვარს, მამა ირაკლის მოტივაციისა და თანადგომისათვის.
მადლობა, ცაგერის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიას თბილი მასპინძლობისათვის.
მადლობა, ხვანჭკარის საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ ნინო ჯოხაძეს დახმარებისა და მუდმივად გვერდში დგომისთვის. მადლობა ჩვენს უყოჩაღეს ბავშვებს თავდადებული შრომისა და გამარჯვებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: