საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აცხადებს ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) მომსახურების მიმწოდებელი ფსიქოლოგების შესარჩევ კონკურსს. უწყება 15 ახალი კადრის მიღებას გეგმავს, რომელთა შრომის ანაზღაურება 2336 ლარი იქნება.
კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება - ბაკალავრის აკადემიურ ხარისხთან ერთად (ფსიქოლოგიის მიმართულებით) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიის მიმართულებით ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიის მიმართულებით;
სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველი);
სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
უცხო ენის ცოდნა (სასურველი);
საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft Outlook)
კონკურსი გაიმართება შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში:
თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის ცენტრი:
ქ. თბილისი - 7 ვაკანსია;
კახეთის ცენტრი:
ქ. გურჯაანი - 1 ვაკანსია;
შიდა ქართლის ცენტრი:
ქ. ხაშური - 1 ვაკანსია;
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრი:
ქ. ქუთაისი - 1 ვაკანსია;
ქ. ამბროლაური - 1 ვაკანსია;
სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ცენტრი:
ქ. ზუგდიდი - 1 ვაკანსია;
აჭარისა და გურიის ცენტრი
ქ. ბათუმი - 2 ვაკანსია.
ქვემო ქართლის ცენტრი:
ქ. რუსთავი - 1 ვაკანსია.
კონკურსში მონაწილე პირთა განცხადების გაგზავნა შეუძლიათ 19 მარტის ჩათვლით; ელექტრონულ ფოსტაზე (hr1@mandaturi.gov.ge)
გასაგზავნი დოკუმენტაცია და ყველა სხვა დეტალი იხილეთ ბმულზე