განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს ინსტრუქციას სკოლის დირექტორებისთვის, თუ როგორ დაადასტურონ მოთხოვნა ელექტრონულ ჟურნალში.
„ჟურნალში ავტორიზაციის გავლის შემდგომ, შევდივართ მოდულში „მოთხოვნები“, სადაც ჩანს პედაგოგების მიერ გამოგზავნილი მოთხოვნა. მარჯვენა კუთხეში ვაწვებით თვალის ფორმის ფიგურას, რათა ვნახოთ და დავათვალიეროთ დეტალურად, თუ რა ცვლილების განხორციელება სურს პედაგოგს. დათვალიერების შემდგომ გადავდივართ სტატუსის ცვლილების გრაფაზე, ეკრანზე გამოდის გრაფა, სადაც გვაქვს შესაძლებლობა, რომ მოვნიშნოთ ჩვენთვის სასურველი შედეგი: დადასტურებული ან უარყოფილი.
ასევე შეგვიძლია სურვილისამებრ დავწეროთ კომენტარი. შემდეგ ვაწვებით ღილაკს „შენახვა“- ნათქვამია ინფორმაციაში.
ვიდეოინსტრუქცია იხილეთ ბმულზე