„სადაც ყვავილები ყვავის, იმედი იზრდება“ - ბეშთაშენის საჯარო სკოლაში მარტის დღესასწაულებს ლამაზი ღონისძიება მიეძღვნა 
14-03-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა. 

მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს დედებსა და პედაგოგებს ღონისძიება მიუძღვნეს და დღესასწაულები დიდი სიყვარულით მიულოცეს. 

„სადაც ყვავილები ყვავის, იმედი იზრდება“ სწორედ ყვავილების, ახლის საწყისის, ქალების, დედების, იმედისა და გაზაფხულის თვეა მარტი“,- აღნიშნეს მოსწავლეება და ხოტბა შეასხეს დედის როლსა და ამაგს, გაიხსენეს გმირი ქალები, დედები, დედოფლები. 

ღონისძიება გაჯერებული იყო მრავალფეროვანი მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით. მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს თემატური ლექსები, დედები და მასწავლებლები სიყვარულისა და პატივისცემის გამომხატველი სიტყვებით შეამკეს და მათ დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...