ზერტის საჯარო სკოლაში მოსწავლეების - და-ძმა ილია და ქრისტინა მაზანაშვილების სპორტული წარმატებებით ამაყობენ
14-03-2025

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია. 

ამჯერად, სკოლაში და-ძმა მაზანაშვილების სპორტული წარმატებებით ამაყობენ.

თბილისში გამართულ საქართველოს სარეიტინგო შეჯიბრზე 2013, 2014 წელს დაბადებულებს შორის, 

ილია მაზანაშვილმა დაიკავა პირველი ადგილი 42 კგ წონით კატეგორიაში.

თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე, სამბოში 2009, 2010, 2011 წლებში  დაბადებულ გოგონათა შორის (კადეტებში) კი ქრისტინა მაზანაშვილმა დაიკავა პირველი ადგილი.

მოსწავლე 50 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...