„1921 წლის 25 თებერვალი - დღე, რომელიც უნდა გვახსოვდეს“ - თბილისის N143 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა 
14-03-2025

თბილისის N143 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, დირექცია და პედაგოგები მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

მათ შორის, 26 თებერვალს, საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრამ, საბჭოთა ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, ჩაატარა ღონისძიება თემაზე - „1921 წლის 25 თებერვალი - დღე, რომელიც უნდა გვახსოვდეს“.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ VIII, IX, X და XI კლასის მოსწავლეები. მათ გააკეთეს თემატური გაზეთები, მოამზადეს პრეზენტაცია და ისაუბრეს საბჭოთა ოკუპაციის მძიმე შედეგებზე და აღნიშნეს  ერის თვითმყოფადობისა და ქვეყნის სუვერენიტეტის მნიშვნელობა აღნიშნეს. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია, პედაგოგები და მშობლები.

ღონისძიებამ მეტად საინტერესოდ, შთამბეჭდავად და ამაღელვებლად ჩაიარა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...