ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და ლიტერატურის კითხვის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
მათ შორის, თებერვლის თვეში, წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, მე-3 კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი თამარ სეფაშვილი) შეარჩიეს „ჯიპრაიდის“ წიგნებიდან ერთ-ერთი წიგნი- „ფერები“.
ბავშვებს ინტერესი დაებადათ წიგნის სახელწოდებიდან გამომდინარე.
მათ ხმამაღლა წაიკითხეს წიგნი, დაიწყეს მსჯელობა: მართლა შეიძლებოდა თუ არა წიგნში ჩამოთვლილი ფერების მიღება დასახელებული ფერების შერევით.
მათ წიგნის წაკითხვის შემდეგ მოსინჯეს რამდენად სწორი იყო ის ინფორმაცია, რომელიც თვითონ ამოიკითხეს. ამისათვის მათ თავად შურიეს ფერები ერთმანეთს და დაასკვნეს, რომ შესაძლებელი იყო ვარდისფერის, მწვანესა და ცისფერი ფერის მიღება საღებავების შერევით...
მოსწავლეებმა დაასკვნეს, რომ „წიგნი - ცოდნის წყაროა“...