კოჭბანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის დღესასწაულები ორიგინალური შეხვედრით აღნიშნეს
14-03-2025

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. 

არატრადიციული და ორიგინალური შეხვედრით აღნიშნეს გაზაფხულის დღესასწაულები კოჭბანის საჯარო სკოლის პირველ-მესამე კლასელებმა.

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით და საყვარელ დედიკოებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს განმავითარებელ, საინტერესო და სახალისო აქტივობაში. ბოლოს კი დედებს დიპლომები და სუვენირები გადასცეს კლასის ხელმძღვანელთან - ინგა მამუკაშვილთან ერთად. 

აღსანიშნავია, რომ კოჭბანის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საგნობრივ დისციპლინებთან ერთად სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...