ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება.
ახლახან, სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - კარინე ვოსკანიანის ხელმძღვანელობით, მოამზადეს პრეზენტაცია, რომლის თემა იყო - ტრეფიკინგი.
მოსწავლეები გაეცნენ ტრეფიკინგის საფრთხეებს, დანაშაულის პრევენციისა და ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთათვის სახელმწიფოში არსებულ სერვისებს.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და საფრთხეების თავიდან აცილების გზების გაცნობას.
იხილეთ ფოტოები: