ქუთაისის N16 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნობრივ დისციპლინებთან ერთად სითბოს, სიყვარულის გაზიარებას, პატივისცემისა და მადლიერების გამოხატვას ასწავლიან.
სკოლის ქართული ენის კათედრამ პატარებს, დედის დღესთან დაკავშირებით, შესთავაზა შესაძლებლობა გამოეხატათ სიყვარული და მადლიერება თავიანთი დედიკოების მიმართ.
მოსწავლეები დიდი სიხარულით ჩაებნენ სხვადასხვა აქტივობაში.
ატივობები მართლაც მრავალფეროვანია:
1. წერილი დედას;
2. „ჩემი დედა ყველაზე...“ დავხატოთ დედა;
3. საუკეთესო ფოტო დედასთან ერთად;
4. დედისადმი მიძღვნილი ლექსი;
5. ვიდეორგოლი - „რატომ მიყვარს დედა“.
მოსწავლეებისთვის აქტივობები მეტად სახალისო აღმოჩნდა, ყველაზე ძვირფას ადამიანებს გრძნობები გაუზიარეს და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებმა - ლალი მილორავამ, ირინე მილორავამ და ნინო წივწივაძემ ღონისძიების ბოლოს ყველა მონაწილე სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოეს. რაც, მთავარია, კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მათ მოგონებათა ყულაბას.
იხილეთ ფოტოები: