აბულის საჯარო სკოლაში, საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის მიზნით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა 
14-03-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დახუნძლულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით. 

ახლახან, სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა, გეოგრაფიის მასწავლებლის - კარინე ვოსკანიანის ინიციატივით, საინტერესო ღონისძიება გამართეს. 

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა.

მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი წარმოედგინათ სოფლის ეკლესია, რომელიც 1884 წელს დაარსდა.

მასწავლებლის თქმით, მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს უნერგავს სიყვარულს და ყურადღებას ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ, რაც სამომავლოდ ხელს უწყობს მათ შენარჩუნებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...