დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში STEM სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიახლეების მიმართ მზაობა, რადგან თანამედროვე გამოწვევები ემთხვევა მოსწავლეთა ინტერესებს და მათ საჭირო ცოდნას სძენს.
„როგორც ვიცით STEM სწავლება ძალიან ნიშვნელოვანია. STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს და უნერგავს ინტერესს ინოვაციების მიმართ“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის სწავლის უპირატესობის გარდა, STEM ეხმარება პრობლემის გადაჭრასა და ახსნით სწავლებას, რაც ხელს უწყობს წარმატებას სხვადასხვა ამოცანებსა და დისციპლინებში.
ახლახან, სკოლის სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა ბუშტით მავალი მანქანა შექმნეს. მოსწავლეებმა STEM პროექტზე ხალისითა და დიდი ინტერესით იმუშავეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებისას გაერთიანენ ფიზიკისა და ინგლისური ენის პედაგოგები და ეტაპობრივად მიაწოდეს მოსწავლეებს თეორიული მასალა.
იხილეთ ვიდეოები: