ბაკურიანის საჯარო სკოლის მოსწავლე ინფორმატიკის ოლიმპიადის საუკეთესო შედეგის მქონე ათეულში მოხვდა
20-06-2018
ბაკურიანის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ილია პოპოვიჩენკომ  OLYINFO 2018-ის გაზაფხულის სეზონის დასკვნითი ტურის, ინფორმატიკის ოლიმპიადის საუკეთესო შედეგის მქონე ათეულში მე-5 ადგილი დაიკავა.

ინფორმატიკის ოლიმპიადის ჩატარების მიზნებია: 

სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლის ინტერესის გაღვივება; სამართლიანი, ობიექტური და გამჭირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით ნიჭიერი, პერსპექტიული, საინფორმაციო ტექნოლოგიების შესწავლით დაინტერესებული მოსწავლეების გამოვლენა, წახალისება, ერთმანეთთან გაცნობა და დაახლოება; საინფორმაციო ტექნოლოგიების კვალიფიციურ და პერსპექტიულ მასწავლებელთა გამოვლენა, წახალისება, ერთმანეთთან გაცნობა და დაახლოება; საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების პოპულარიზაცია; საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ახალგაზრდა თაობის ინტერესის და სწავლის მოტივაციის ამაღლება; საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების დონის ამაღლება; მოსწავლეებისათვის პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა, საინფორმაციო საზოგადოებაში ადაპტაციისათვის და მომავალი საუნივერსიტეტო განათლებისათვის თუ პრაქტიკული საქმიანობისათვის საფუძვლის მომზადება; მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის ანალიტიკური, შემოქმედებითი, კვლევითი, ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბება; ქვეყნის ინტელექტუალური და სამეცნიერო პოტენციალის ამაღლებისათვის საფუძვლის შექმნა; ინფორმატიკაში ეროვნული თუ სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპიადებში (მათ შორის მსოფლიო) მონაწილეობის მისაღებად ნიჭიერი და პერსპექტიული მოსწავლეების მოძიება საოლიმპიადო მუშაობაში მათი შემდგომი ჩართვის მიზნით; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203