წამყვან-მენტორობის გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებით NAEC განმარტებას აკეთებს
08-04-2025

მასწავლებლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებისათვის რეგისტრაცია დასრულებულია, გამონაკლისი მხოლოდ იმ პირებს ეხება, ვინც თანხა 2 აპრილამდე გადაიხადა და რეგისტრაციის დასრულება ვერ მოასწრო - მათთვიოს ვადა 10 აპრილის 18:00 საათამდეა.

ცნობილია, რომ მსურველებს შეეძლებათ ჩააბარონ უფროსი სპეციალური მასწავლებლის, საბაზო პროფესიული უნარებისა და ერთ-ერთი საგნის გამოცდა შემდეგი ჩამონათვალიდან: 

ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);

მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);

ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);

ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV კლასები);

აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები);

რუსული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები);

სომხური ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები);

ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);

ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორებისთვის (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);

მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);

საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება;

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური):  ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია;

უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული, იტალიური;

ესთეტიკური აღზრდის საგნები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა,

სპორტი;

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/კომპიუტერული ტექნოლოგიები;

სომხური ენის გამოცდა;

აზერბაიჯანული ენის გამოცდა.

თუმცა საინტერესოა, ჩატარდება თუ არა წამყვან-მენტორობის მსურველ პედაგოგთა ტესტირებაც?

აღნიშნულ კითხვაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა განმარტა, რომ სტატუსის ამაღლების მსურვეკლთა გამოცდები 2025 წლის ივლისში არ ჩატარდება.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...