„გულისხმიერება, საგნის ღრმა ცოდნა და სიახლეების სიყვარული“ - ნინოშვილის სკოლის მასწავლებელი დავით ბოლქვაძე პედაგოგის აუცილებელ თვისებებს ასახელებს
17-03-2025

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგი დავით ბოლქვაძე მოსწავლეებს საქართველოს ისტორიას მოსწავლეებს პატრიოტული სულისკვეთებით გულანთებული ასწავლის. საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული აღნიშნავს, რომ ისტორია და ლიტერატურა ყოველთვის განსაკუთრებულად აინეტრესებდა და დასძენს, აბიტურიენტი რომ იყოს კვლავ მასწავლებლობას აირჩევდა.

მისი თქმით, გულისხმიერება, საგნის ღრმა ცოდნა და სიახლეებისკენ სწრაფვა ის თვისებებია, რომელებიც კარგ პედაგოგს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ამ თვისებებით აღჭურვილი კი ღირსეულად ემსახურება განათლებული და ერუდირებული თაობის აღზრდას. 

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან. 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

1. გულისხმიერება;
2. საგნის ღრმა ცოდნა;
3. სიახლეების მოყვარული;

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- თანამშრომლობით დადგენილი წესების დაცვას.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- მონდომების შემთხვევაში წარმატების მიღწევა ყველას შეუძლია. (ვიყენებ სხვადასხვა ვარიაციებით).

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ჩემი პროფესია (პედაგოგი ისტორიკოსი) ძალიან მომწონს, ასე რომ დიდი ალბათობით არაფერს არ შევცვლიდი.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ყოფილ და ახლანდელ მოსწავლეებთან ურთიერთობიდან გამომდინარე, იმედი მაქვს ჩემი დახასიათების დროს გამოიყენებენ ბევრ დადებით ეპითეტს.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ძალიან სასიამოვნოა, როცა მოსწავლე რეკომენდაციების კვალდაკვალ პროგრესირებს და სუსტ მხარეებს ძლიერ მხარეებად აქცევს ხოლმე (მაგ; როცა თავიდან საკუთარი მოსაზრების გამოთქმაც უჭირს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი ორიგინალურ იდეებსაც გამოთქვამს)

-  მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ყოველთვის განსაკუთრებულად მაინტერესებდა ისტორია და ლიტერატურა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...