„ჩემი დედიკო გაზაფხულივით ლამაზია“ - წარმტაცი ღონისძიება თლუღის საჯარო სკოლაში 
17-03-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა. 

7 მარტს, მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჩართულობით, ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით - „ჩემი დედიკო გაზაფხულივით ლამაზია“, რომელიც მიეძღვნა გაზაფხულის მოსვლას, დედისა და ქალთა დღეებს.

ბავშვებმა ლექსებითა და სიმღერებით გაალამაზეს ღონისძიება და კიდევ ერთხელ გამოხატეს პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდ როლს ასრულებს, მათ ამაგს ხოტბა შეასხეს და დედებსა და პედაგოგებს სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს. 

ზეიმის დასასრულს მოსწავლეებმა დედებსა და მასწავლებლებლებს მისალოცი ბარათები და ყვავილები მიართვეს.

ღონისძიება იქ მყოფი თოთოეული ადამიანისთვის ემოციური და ამაღელვებელი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...